მცხეთის ტური

Transfer - Mtskheta tour

მცხეთის ტური

მცხეთა როგორც თავისი სილამაზით, ასევე ისტორიით გამოირჩევა. ის მე-5 საუკუნემდე საქართველოს დედაქალაქად იყო წოდებული. მცხეთაში შეხვდებით უძველეს მონასტრებსა და ქუჩებს. ერთ-ერთი ძველი მონასტერი ჯვარი მე-6 საუკუნეში აიგო, რომელიც მცხეთასთან ახლოს, მთის ფერდობზეა აგებული და გადმოჰყურებს არაგვსა და მტკვარს. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ სვეტიცხოვლის კათედრალი, რომელიც მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში აიგო.იგი გამოირჩევა საკუთარი ისტორიით.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა

აირჩიეთ ინფორმაცია

მარშრუტის სიგრძე: 0 კმ

მგზავრობის ხანგრძლივობა: 0 საათსა და

ჩვენ შესახებ

GoodWay_ს ტრანსფერის სერვისით დარწმუნდებით მომსახურების ხარისხში. უნიკალური შესაძლებლობა, უსაფრთხოდ იმოგზაუროთ დანიშნულების ადგილამდე და შეისვენოთ რამდენჯერმე დასვენებისთვის ან ფოტოს გადასაღებად ლამაზი პეიზაჟების წინ. ადგილობრივი მძღოლი დაგეხმარებათ ჩაეფლო უნიკალურ ქართულ კულტურაში და გაიგოთ ამ წარმოუდგენელი ქვეყნის შინაგანი მხარე.

ჯავშნის დეტალები

მომსახურების ხელშეკრულება

( წესები და პირობები )

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით , თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას შპს „ ჯეორჯიან თრაველთან “ ( სკ : 402192033) და თანახმა ხართ შეასრულოთ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

ერთის მხრივ , შპს “ ჯეორჯიან თრაველ “ ( სკ : 402192033) ( შემდგომში წოდებული , როგორც „ კომპანია “) და მეორეს მხრივ , ფიზიკური / იურიდიული პირი ( შემდგომში წოდებული , როგორც მომხმარებელი ), წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით , დებს შემდეგ ხელშეკრულებას ( შემდგომში წოდებული, როგორც „ ხელშეკრულება “)

1. ხელშეკრულების საგანი

კომპანია , კომპანიის მიერ მართვადი შემდეგი ვებ გვერდის https://goodway.ge საშუალებით , ( შემდგომში წოდებული , როგორც ’ ვებ გვერდი “), მომხმარებელს სთავაზობს მომსახურეობებს , რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას იპოვოს და დაჯავშნოს (1) ტურისტული მარშრუტები და / ან (2) კერძო სატრანსპორტო მომსახურეობებს პროვაიდერი ფიზიკური / იურიდიული პირების ( შემდგომში წოდებული , როგროც გადამყვანი ( ები )) პარტნიორების სიის გამოყენებით , რომელთაც ინდივიდუალური ხელშეკრულებები აქვთ დადებული კომპანიასთან ( შემდგომში წოდებული , როგორც „ მომსახურეობა “).

2. მომსახურეობის აღწერა

2.1 მომხმარებლის შესაძლებლობა , ისარგებლოს სატრანსპორტო მომსახურეობით , არ ნიშნავს , რომ კომპანია არის სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი ან გადამყვანი . როდესაც მომხმარებელი იპოვის გადამყვანს და დაეთანხმება მის პირობებს , მათ შორის კონკრეტულ ტრანსპორტირებას ( შემდგომში წოდებული , როგორც “ ტრანსფერი “) და მასზე გადასახდელ ფასს ( შემდგომში წოდებული , როგორც „ ტრანსფერის ღირებულება “), მან უნდა დადოს ფასიანი ტრანსპორტირების ხელშეკრულება ( შემდგომში წოდებული , როგორც „ ტრანსპორტირების ხელშეკრულება „) პირდაპირ გადამყვანთან და არა კომპანიასთან .

2.2. მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე , კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მომხმარებლისთვის ტურისტული მარშრუტის შეთავაზებისა და მომხმარებლისა და გადამყვანს შორის ინფორმაციის ზუსტი გადაცემის ვალდებულებით.

3. ტრანსფერის ღირებულების გადახდა

3.1. გადამყვანის პოვნისა და წინამდებარე დოკუმენტში მითითებული სერვისებით, მასთან გადაყვანის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ , მომხმარებელმა უნდა გადაუხადოს გადამყვანს ტრანსფერის მომსახურების სრული ღირებულება ტრანსფერის დასრულებამდე ან დაუყოვნებლივ, გადამყვანთან შეთანხმებული ნებისმიერი ფორმით ( ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადარიცხვით ).3.2. შემდგომში გადამყვანი კომპანიას გადაუხდის მომსახურების ღირებულებას, კომპანიასა და გადამყვანს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. კომპანიის პასუხისმგებლობა

კომპანია არ არის პასუხისმგებელი გადაცემული ინფორმაციის სიზუსტეზე , ასევე გადამყვანს და მომხმარებელს შორის რაიმე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სწორად და კეთილსინდისიერ შესრულებაზე . კომპანია არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზარალზე, მათ შორის მოგების დაკარგვას, ფიზიკურ დაზიანებებსა და ზარალზე, რომელიც გამოწვეული იქნება სერვისების გამოყენებით . მომხმარებლისა და კომპანიის ურთიერთობა რეგულირდება ექსკლუზიურად ამ დოკუმენტში მოცემული შეთანხმებით. არაფერი უნდა იქნას აღქმული, როგორც მითითება იმისა, რომ კომპანიამ და მომხმარებელმა დადეს ან შეთანხმდნენ რაიმე სხვა კონტრაქტის დადებაზე ან რაიმე სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ერთმანეთის მიმართ რაიმეს უფლებებსა და მოვალეობაზე.

კომპანია არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის დანაკარგზე ან საჩივარზე , რომელიც წარმოიქმნება მომხმარებლის მიერ სერვისების გამოყენებისას , ან მომხმარებლის მიერ სერვისების წვდომის ან გამოყენების შეუძლებლობის გამო.

კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე რაიმე სახის საჩივარზე , რომელიც უკავშირდება ხელშეკრულებას , ან სხვაგვარად დაკავშირებულია მის საგანთან , არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის გადახდილ თანხას.

5. ძალაში შესვლა და შეწყვეტა

5.2. ეს შეთანხმება ძალაში შედის და იურიდიულად სავალდებულო ხდება კომპანიისთვის და მომხმარებლისთვის იმ მომენტიდან , როდესაც მომხმარებელი დაეთანხება მას ვებსაიტზე და პირველად იწყებს სერვისებით სარგებლობას .

5.3. ეს ხელშეკრულება მოქმედებს შეწყვეტამდე კანონის და წინამდებარე მე -5 უნქტის შესაბამისად.

5.4. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად , კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს შეთანხმება მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინების ან მიზეზების წარმოდგენის გარეშე.

6. დასკვნითი დებულებები

6.1. ეს ხელშეკრულება რეგულირდება , უნდა იყოს განმარტებული და აღსრულებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . მხარეებს შორის დავის შემთხვევაში , რომელიც უკავშირდება წინამდებარე ხელშეკრულებას და მხარეებმა ვერ შეძლეს დავის გადაწყვეტა მოლაპარაკების გზით , დავა გადაეცემა და საბოლოოდ გადაწყდება საქართველოს სასამართლოების მიერ , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2. კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს და საკუთარი შეხედულებისამებრ , წინასწარი შეტყობინების გარეშე , შეცვალოსხელშეკრულება . ამ შეთანხმების ახალი ვერსია ამოქმედდება ვებ - გვერდზე განთავსების შემდეგ . სერვისებით სარგებლობის გაგრძელებით მომხმარებელი ადასტურებს განახლებული ხელშეკრულების მიღებას.

6.3. კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს რეგულარულად გადახედონ ხელშეკრულებას , რათა დარწმუნდნენ , რომ მომხმარებელმა გაიგო პირობები , რომლებიც გამოიყენება სერვისების სარგებლობისას . თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შესწორებულ ხელშეკრულებას , მას შეუძლია არ ისარგებლოს მომსახურებით.